პრემიერმა გახარამ სამგორში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში თბილისი “მშვენიერდება”.
მან თბილისის მერს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
“ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი, თბილისი მშვენიერდება, თბილისი აშკარად ვითარდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისი ხდება თბილისელებისთვის ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად. ამასაც თავი რომ დავანებოთ, თბილისელები დღეს გრძნობენ ზრუნვას.
მათზე ზრუნავს მთავრობა და რა თქმა უნდა, მერია. და მე ამ ზრუნვისთვის, პირველ რიგში, და არა მხოლოდ აშენებული სკვერებისთვის, მშენებლობისთვის, და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის ბატონ მერს ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ეს ზრუნვა არის ყველაზე დიდი დამახასიათებელი, რაც ჩვენ განგვასხვავებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან”,– თქვა გახარიამ.