“კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება“–ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლისთვის ემზადება:

“კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 “ოპოზიციონერის” კეთილების დისერტაციაზე.

თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ…“– წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციის რამდენიმე არჩეული დეპუტატი გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად პარლამენტში შესვლას აპირებს, თუმცა მათი ვინაობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.