“კარგად რომ იყოს [სააკაშვილი], რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე, სუნიც აუვიდა ისეთ მდგომარეობაშია. უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს, ის თურმე სასამართლოში უნდა იყოს მიყვანილი. შეუსაბამობა იმდენად დიდია, იმდენად უტიფარია, რომ სხვა თუ არა, პოლიტიკური სპეკულაცია, ამას არაფერი არ შეიძლება დავარქვათ”,

აცხადებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.