“თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში და ასე შემდგომ. მე ვერ შევალ ამ მსჯელობაში, საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ეს მათი პოზიციაა, რაც შეეხება მედიას, საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს, უწყებებს, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. თქვენც გაქვთ წესები, იცით ეს რა წესებზეა საუბარი და ყველა ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ”
ამბობს, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.