“ძალიან კარგია, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას, როდესაც ხალხმა არ იცის სად არის ძალაუფლების წყარო, როდესაც ამ ადამიანს არ ჰქონდა აღებული არანაირი პასუხისმგებლობა და არც ანგარიშვალდებულება ხალხთან. ასე, რომ ახლა როდესაც ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს. ახლა საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას”
ამის შესახებ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშივლმა, BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.