კარგია, რომ ტრამპი ინაუგურაციაზე არ მოვა, მაიკ პენსის მოსვლა სასიამოვნო იქნება – ბაიდენი

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. პენსის განაცხადა, რომ მზად იყო ცერემონიაზე დასასწრებად, თუ მოწვევას მიიღებდა, შემდეგ კი ის პირადად ბაიდენმა მიიწვია. ბაიდენის თქმით, ინაუგურაციაზე ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა მისთვის დიდი პატივი იქნება.

რაც შეეხება ტრამპის დასწრებას, მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება, ბადენმა კი აღნიშნა, რომ „კარგია, თუ ტრამპი ინაუგურაციაზე არ მოვა“.

„ეს ერთ-ერთია იმ მცირე საკითხებს შორის, რაზეც მე და ის ოდესმე შევთანხმებულვართ. მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ის ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში,”- თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.