კარგია, ცოტა გახდება, იქნებ ტვინზეც მოშორდეს ქონი – ქეთი დოლიძე სააკაშვილზე

‘კარგია, ცოტა გახდება, იქნებ ტვინზეც მოშორდეს ქონი “- აცხადებს, რეჟისორი ქეთი დოლიძე ტელეკომპანია  ”იმედის” ეთერში რითიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.

”მე რომ ვიცი, როგორი ჭამა უყვარს მიშიკოს, მე რომ ვიცი, როგორ ჭამს, აი, როგორ არ მჯერა ამ… თაფლიან წყალზე კი არა, ბრეგი 40 დღე მარტო წყალზე იყო. კარგია, გახდება, ცოტა იქნებ ტვინზეც მოშორდეს ის ქონი და იქნებ რამე შეიგნოს. არაფერიც არ მოუვა, აი, როგორც კი მოუჭერს, აქაც გაირჭობს, აქაც გაირჭობს, ვენაშიც შეუშვებს ვიტამინებს და კარგადაც იქნება. სხვათაშორის, არც ქართული ოცნება და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ასე ადგეს და წავიდეს მარილზე, ეს გამორიცხულია. ამიტომ, მიშიკო, გენაცვალე, ჭამე, სვი, 6 წელი გემრიელად იყავი 5-ვარსკვლავიან ციხეში. ხომ მიხვდი, რომ ეს აღარ არის შენი ციხე, ამიტომ, ადექი და დაიწყე ჭამა”- აცხადებს ქეთი დოლიძე.