ქართული ოცნების ლიდერის და დეპუტატის, მამუკა მდინარაძეს თქმით, გამოსაძიებელია ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას საერთოდ ესროლეს თუ არა ქვები.
მან განაცხადა, რომ ენმ-ს აქტივისტები პროვოკაციებს აწყობენ, რის გამოც მათი პარტიის აქტივისტებს დიდი მოთმინების გამოჩენა უწევთ.
“მელიას შემთხვევაში კარგი გამოსაძიებელია, ქვები საერთოდ დაუშინა თუ არა ვიღაცამ”,- თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.
ნიკა მელიას ინფორმაციით, 27 სექტემბერს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქვები ესროლეს. დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ქვები კორპუსებიდან ისროლეს.