“7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, მოსამართლეებს ვგულისხმობ, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეს მე მაფიქრებს, რომ ამ მოსამართლეების შემთხვევაში, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს […] აშშ-ს ახალ ელჩსა და მის მოღვაწეობას, რომელიც საქართველოში დაიწყო, ჩვენ იმედით ვუყურებთ. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს მოხსნიდა, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქის მიმართ დაწესებული აქვს. ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი იქნებოდა – იქიდან გამომდინარე, რომ 7 თვე გავიდა და ფაქტია, რომ არც თავად აშშ-ს და არც საქართველოს მოქალაქეებს პასუხი არ აქვთ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით”

აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.