მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას, თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, დატოვებს პარლამენტს ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტშივე, როდესაც ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარლამენტში. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული, პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა.
ამიტომ, ამ შემთხვევაში, მე აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას, ყველანაირი ფორმით შეგვიძლია, წავახალისოთ მათი არშემოსვლა პარლამენტში. ჩვენ ასეთი სლოგანი გვქონდა 2017 წელს – “ნაც ნაკლები, მით უკეთესი”, ანუ რაც ნაკლები ნაცი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, ამიტომ მივესალმები მელიას ამ მოწოდებას.
რაც შეეხება, სხვა კუთხით რომ შევხედოთ ამ მოწოდებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე, შიდა კინკლაობაზე, რომელიც არის ნაცმოძრაობაში, რასაც ასევე მივესალმებით, ისევე როგორც ნიკა მელიას მოწოდებას.
ბუნებრივია, იყენებენ [პრივილეგიებს], უფრო მეტიც, მათ უნდოდათ ვიცე სპიკერიც კი აგვერჩია მათი კვოტით. იმისათვის, რომ კიდევ ერთი მანქანა მიეღოთ, კიდევ ერთი კაბინეტი მიეღოთ, კიდევ ერთი შესაძლებლობა შექმნოდათ იმისათვის, რომ ლობირება განეხორციელებინათ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ისინი იყენებენ პირველ რიგში მატერიალურ პრივილეგიებს, რომლებიც არის დაკავშირებული საპარლამენტო მუშაობასთან. იღებენ ხელფასს ამისათვის, მანქანები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ აკეთებენ ქვეყნის სასიკეთოდ. ეს მატერიალური პრივილეგიები მათ აქვთ აბსოლუტურად დაუმსახურებლად. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვეთანხმები ნიკა მელიას განცხადებას.