“კარგი იქნებოდა, ჟვანიას ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციისგან და მერე გადამდგარიყო”- მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუ თამარ ჟვანია გადადგომამდე ოპოზიციისგან ბოდიშს მოისმენდა.
“კარგი იქნებოდა ჯერ მოესმინა ბოდიში ოპოზიციისგან, რომლებმაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად თვეების განმავლობაში შეურაცხყოფები აყენეს, დააბრალეს ბევრი ტყუილი და შემდეგ გადამდგარიყო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა, პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED, რომელიც იყო ერთადერთი საპირწონე თითქოს და ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიას და მთლიანად ცესკოს სიმართლეს”, – განაცხადა მდინარაძემ.