კარგი პროცესია, გვარამია, მერაბიშვილი შლიან ნაცმოძრაობას – კობახიძე ვაშაძეზე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმიანება და ამბობს, რომ ნაცმოძრაობას სააკაშვილი, გვარამია და ბოკერია შლიან.

“ძალიან კარგად და სწორად ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ამაში ძალიან გვეხმარებიან ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც ძალიან კარგი პროცესი.

ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია და ბოკერია, შეიძლება, მერაბიშვილზე და სხვებზეც ლაპარაკი, ისინი შლიან ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოს. ბოკერიამ საკუთარი პარტია დაანგრია და ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ანალოგიურად, ნაცმოძრაობის ოდიოზურმა ფიგურებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ნაცმოძრაობა, რაც ძალიან და ჯანსაღი პროცესია, ამის შემდეგ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს”,– ამბობს ირაკლი კობახიძე.

გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მან განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა და პარტიაში მყოფი ოდიოზური ფიგურები