“კარუსელის” მცდელობა, ფულის დარიგება, დამკვირვებლების ხელშეშლა – დეკანოიძე ქუთაისში დარღვევებზე

“კარუსელის” მცდელობა, ფულის დარიგება, დამკვირვებლების ხელშეშლა –  ამ დარღვევებზე, ქუთაისში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, უბნებზე უკვე დაწერილია 10-მდე საჩივარი.

“დილიდან ქუთაისის პრაქტიკულად ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები, ძალიან ბევრ დამკვირვებელს არ უშვებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებასთან, რაც რეალურად არის სქემა, რომელსაც გაყალბებისთვის იყენებს ქართული ოცნება. რეგისტრატორების მაგიდების უკან, სადაც დამკვირვებლებს აქვთ უფლება, რომ დადგნენ და დააკვირდნენ პროცესს ვინაიდან ძალიან მასიური იყო ყალბი პირადობის მოწმობები პირველ ტურზე და ახლაც. ასევე ძალიან მასიური იყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგიწია ძალიან სერიოზული და მკაცრი რეაგირება, მათ შორის, საჩივრების დაწერა. ამ დროისთვის აკვირდებიან რეგისტრატორებს”. – თქვა დეკანოიძემ.