კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხარმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა. მამაკაცს ხარი საძოვარზე ჰყავდა წაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.