კასპში დაკარგული ქალი ოთხი დღის შემდეგ იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული ქალი უვნებლად იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სოფელ გოსტიბეს ტყეში აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს”, – წერია უწყების განცხადებაში.

მეზობლების თქმით, ქალი 7 აგვისტოს საქონლის მოსაყვანად წავიდა და იმის შემდეგ არ გამოჩენილა