კასპში კაცი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს, შსს-მ 1984 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელს მიაყენა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები თანასოფლელს – 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.