კასპში, სასაფლაოზე იპოვეს 40 წლამდე კაცის ცხედარი 16:49, 14-03-2021 კასპში, ერთ–ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.