საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში გამართულ ფორუმზე ამაზრზენი განცხადება გააკეთა.
მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს (სინამდვილეში კი ბრუნვა იკლებს) და ეს არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა უნდა გაზარდოს.
და, რა თქმა უნდა, მან ისევ დაადანაშაულა “უკრაინელი პოლიტიკოსები” “საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის” მცდელობაში.
ირაკლი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად. შენ კი შენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები.
რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს
წერს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო Facebook-ზე.