ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია 20 ივნისის დამნაშავეების ამნისტია – ნიკა მელია

“კატეგორიულად მიუღებელია 20 ივნისის დამნაშავეების ამნისტია “- ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე ოპოზიციონერებს მიმართა, რომ არ დათანხმდნენ 2020 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ადამიანების ამნისტიას, რადგან ეს ამინისტია ბრალდებული სპეცრაზმელების გათავისუფლებასაც გულისხმობს.

“მელიას გამოვუშვებთო, მაგრამ როგორ გამოვუშვებთო – 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის ინიცირება მოვახდინოთო. ჩვენ რომ მოძალადეები ვიყავით პოლიციელები და უმაღლესი სახელმწიფო წარმომადგენლებიო, მელია რომ ახლა ციხეში გვყავს გამოკეტილიო. მელიას გამოვუშვებთ და ამათ ეს თვალების თხრა და ხორცების გლეჯა ვაპატიოთო. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ისტორია გადაიწეროს, გავიდეს 10-15 წელი და მინიმუმ გაიბლაროს სიმართლე, პატრიოტები წარმოაჩინონ დამნაშავეებად და პირიქით.”- განაცხადა მელიამ, სანამ მოსამართლე  პატიმრობას ძალაში დატოვებდა.