“ჩვენ შევიტყვეთ, რომ ამ თავდასხმის, ძალადობისა და წამების ორგანიზატორი იყო გლდანის ციხის დირექტორი, ჯალათი ვინმე გოგიბერიშვილი და აქვე გავიხსენოთ, რომ ეს არ არის პირველი ინციდენტი – მაისში ერთი მსჯავრდებული შემოაკვდათ გლდანის ციხეში და ეს არის სისტემური ხასიათის დანაშაული, მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა მსჯავრდებულების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად მოვითოხვთ, თანამდებობა დატოვოს ამ ჯალათმა გლდანის ციხის ხელმძღვანელმა, ასევე კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ და მოძალადე ხელისუფლებამ გაასაჯაროოს თავდასხმის კადრები თავიდან ბოლომდე. ჯერ 8 ივლისს, ბაჩიაშვილის დირექტორის კაბინეტში აყვანის, მასზე ზეწოლის, შემდეგ უკვე მისი ცემის და წამების ვიდეოჩანაწერები და არ დაიწყონ ბოდიალი, რომ ვითომ უცბად იმ საკანშიც და მთელ ციხეშიც კამერები გაითიშა, რასაც აკეთებდა და ამბობდა ხოლმე წინა ხელისუფლება, ამით აღარავინ არ მოტყუვდება”
კოალიცია ლელო – ძლიერი საქართველო გლდანის ციხეში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურება.