კატეგორიულად მოვითხოვთ, გათიშეთ LIVE სიგნალი – შსს ტელევიზიებს და მობილურ ოპერატორებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში საქართველოს ბანკში ყაჩაღობასთან და მძევლების აყვანასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. უწყება მედიასაშუალებებს და მობილურ ოპერატორებს მოუწოდებს, გათიშონ LIVE სიგნალები.

“ყველა მედიასაშუალებისგან, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად მძევლების, სამართალდამცავებისა და მოქალაქეების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა”,– აცხადებს შსს.

ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი შევიდა და 19 მძევალი აიყვანა. ის შეიარაღებულია და 500 ათას დოლარს ითხოვს.