კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში” – მიხეილ სააკაშვილი

კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში” – ამის შესხებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილი  22-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.

”ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, “ხელისუფლებას” ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში”, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?”-  განაცხადა სააკაშვილმა.