“კაცი სასამართლო დარბაზში, პირდაპირ ეთერში, კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა.

ქართული ოცნება, თქვე მწამებლებო, რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაწერთ მაგ კითხვარში, ან საერთოდ, ჩაწერთ თუ არა რამეს?! ზუსტად მაგიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ შანსი არ ჰქონდეს საქართველოს არსად და არასდროს, პუტინის რუსეთის გარდა.

საქართველოს საპატრიარქო, სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეჰყურებთ გულგრილად, ზოგიც – სიხარულით”

წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია. ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე სააკაშვილი შეუძლოდ გახდა.