მამაკაცი, რომელიც რუსთავში ციხესთან, გამართულ საპროტესტო აქციაზე შეუძლოდ გახდა გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რუსთავის 12–ე პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარება ადგილზე დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მივიდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.