კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვლა. ინფორმაციას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს.

მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს მამაკაცი მაღაზია “მაგნიტში” შეიჭრა, სადაც მისი ყოფილი ცოლი მუშაობდა და ქალს ბენზინი შეასხა. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა