კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ კაცი, რომელმაც ბორჯომში მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, ხელწერილით გაათავისუფლა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.