კაცი 3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებული ო.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ო.წ. სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”,– აცხადებს უწყება.