“კაცობრიობა ვერ მოესწრება დროს, როდესაც აფხაზეთისა და რუსეთის გზები გაიყოფა” – სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში სტუდენტებს შეხვდა

“კაცობრიობა ვერ მოესწრება დროს, როდესაც აფხაზეთისა და რუსეთის გზები გაიყოფა” – რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და  ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა.

სიმონიანმა ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, USAID, რომელიც, სიმონიანის თქმით, საკუთარი ღირებულებებისა და პოლიტიკის თავზე მოხვევას ცდილობს და ქვეყნის კულტურას უქმნის საფრთხეს.

“ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც USAID-ია, ატარებენ საკუთარ პოლიტიკას და ღირებულებებს, ახდენენ ქვეყნის პარალიზებას, ცვლიან ერის კულტურულ კოდს, ბოლოს კი ართმევენ დამოუკიდებლობას – ეს არის საშინელება. აქედან კარგი არაფერი გამოვა. როგორი ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ თქვენთან, არ მოგიტანენ სიკეთეს, მაგრამ მოგიტანენ ბევრ ბოროტებას.

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება სისხლისღვრით, როგორც ყოველთვის სრულდება მათი ჩარევა. აფხაზეთის ხელისუფლებას სიბრძნეს, გამბედაობას და სიძლიერეს ვუსურვებ, რომ მათ წინააღმდეგ უკომპრომისოდ იბრძოლოს”, – თქვა სიმონიანმა.