კაცს, რომელმაც თბილისში, ავტობუსში ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელმაც თბილისში, ავტობუსში ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

როინ მებონია სასჯელს ჯერ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოიხდის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოხდა.