კაცს, რომელმაც მეუღლე სოფელ ყარაჯალაში შვილის თანდასწრებით მოკლა, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მეუღლი შვილის და ცოლის დის თანდასწრებით განსაკუთრებულის სისასტიკით მოკლა, 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში 2020 წლის 15 თებერვალს ღამის საათებში მოხდა. კაცმა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის დის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ხ.გ.-ს დანით ყელის და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო მეუღლის დას ასევე დაზიანება მიაყენა ხელის არეში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.მ.-ს მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ტ.მ 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ბ”, და “ე” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.