ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” გამოკითხვა დასრულდა. ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ამ წუთებში უნდა დატოვოს.
შეგახსნებეთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის – სკანდალური მტკიცებულებები “მთავარი არხის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს.