კაჭარავა ტიკარაძეს: შეგვიძლია, გადავწიოთ ან გავაუქმოთ კომენდანტის საათი?

ოცნების დეპუტატმა დავით კაჭარავამ ეკატერინე ტიკარაძე ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა კომენდანტის საათის გადაწევა ან მოხსნა.

“რამდენად ეფექტურად მუშაობს კომენდანტის საათი და საერთოდ, შეგვიძლია თუ არა, რომ გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ კომენდანტის საათი, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით და იმ დროს, როდესაც კომენდანტის საათი იწყება, მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში და იქნება ძალიან დიდი მობილობა, რაც დაავადების ძალიან დიდი რისკს ქმნის”,– თქვა გაჭარავამ.

ეკატერინე ტიკარაძეს მან უპასუხა, რომ ტრანსპორტის გადატვირთულობა პრობლემაა, თუმცა კომენდანტის საათის გადაწევა მას ვერ მოაგვარებს.

“ნამდვილად ვაფიქსირებთ, რომ ტრანსპორტი არის გადატვირთული. არის მოწოდება, რომ ტრანსპორტის მხოლოდ 50%–იანი დატვირთვა დაცული იყოს და ჩვენი სურვილი არის, რომ დაემატოს როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ასევე მეტროს შესაძლო რესურსი, რომ დატვირთულობა აღარ იყოს, რაც ნამდვილად არის ინფექციის მაღალი გამვრცელებელი.

თუმცა ამ ეტაპისთვის კომენდანტის საათის თუნდაც 1 საათით წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან, ადამიანის ქცევიდან გამომდინარე გადაწევის შემთხვევაშიც ჩვენ მივიღებთ ზუსტად იმ ეფექტს. აქედან გამომდინარე, კომენდანტის საათის კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი, მნიშვნელოვანია ტრანსპორტის განტვირთვა”,– უპასუხა მინისტრმა გაჭარავას.