“ახლა ვიხუმრებ, ჟურნალისტებმა შეიძლება სერიოზულად აღიქვან, მაგრამ ვიხუმრებ. მე წინადადებით შემოვდივარ, კომისია კი არ გაუქმდეს, ვადა გაუგრძელდეს წლის ბოლომდე, უბრალოდ სახელი შევუცვალოთ. თუ ამას ჰქვია 2020 წლის 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემსწავლელი კომისია, ამას დავარქვათ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების შემსწავლელი კომისია. იცით რატომ? გეტყვით.
როგორ საარჩევნო კოდექსზეც არ უნდა შევთანხმდეთ, როგორი დეტალებიც არ უნდა გავიაროთ, როგორც არ უნდა მოვაწონოთ გარე და შიდა სამყაროს, არჩევნების მეორე დღისათვის უკვე მზად არის საჩივრები. ტექსტიც ვიცი, რომელიც არ ცნობს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. ბარემ აქ ვართ გაფართოებული წარმომადგენლობა და ახლავე შევქმნათ ეს კომისია, რომ მერე საწვალებელი არ იყოს”
აცხადებს უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.