კახა კალაძე მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის  შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე  მივიდა. მერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

13 წლის მარიტა მეფარიშვილს 15 საათზე ტაძრიდან გამოასვენებენ და ჩოგბურთის კორტებზე გადაასვენებენ, სადაც ის თამაშს სწავლობდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ხვალ იგეგმება, მესამე დაშავებული კი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან დღეს დილით მოხსნეს.

შსს-მ მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.