თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს, თუ ისინი კონსტრუქციულები იქნებიან.
“მზად ვარ გადავდგა ნაბიჯი, ისევ და ისევ ჩემი ქალაქისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე ვთქვი, რომ არ ვარ მხოლოდ იმ ადამიანების მერი, ვინც მხარი დამიჭირა, არ მინდა ამ ქალაქის დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად, ყველას მერი ვიქნები მეგობრებო. მზად ვარ, ვითანამშრომლოთ. ხომ არ შეიძლება ყველაფერი მე ვიცოდე, ყველაფერი ჩემმა გუნდმა იდიალურად… შეიძლება შეცდომები მოგვივიდეს, რაღაც გამოგვეპაროს.
მზად ვარ ამ თანმშრომლობისთვის. იქნება კონსტრუქციულობა? ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ამ ქალაქის და თბილისელების საკეთილდღეოდ”,– თქვა კალაძემ TV იმედის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის, რამდენად შეძლებს ენმ-ს დეპუტატებთან თანამშრომლობას, მაგრამ არიან სხვა პარტიებიც.