თბილისის მერი კახა კალაძე ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას კალაძე საკუთარ Facebook-ზე აქვეყნებს.
“უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს ,,სინოფარმით“ ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ვაქცინა გვიცავს”,- წერს კალაძე.