კახა კალაძე, TV პირველს უჩივის და 100 000 ლარს ითხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე, TV პირველსა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვს.

საქმე ეხება, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას სადაც,  ჟურნალისტმა მაია მამულაშვილმა განაცხადა, რომ “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.

თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებთ,  ჟურნალისტის განცხადება  მიზნად ისახავდა კალაძის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის შელახვას.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რომ პირადად კალაძის მოთხოვნა იყო, რომ დასანქცირდეს  “ტვ პირველი”.

  • სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს.გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი ,,ჩაიდო ჯიბეში”. ეს განცხადება მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვას. ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატის თქმით, კალაძემ  საქალაქო სასამართლოს სარჩელით 20 ივნისს მიმართა,  ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო შესაბამისი სარჩელი ,,ტვ პირველსა” და მაია მამულაშვილს 24 აგვისტოს ჩაბარდა.