კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

მე-10 მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩია. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ კახა კუჭავა მას შემდეგ წარადგინა, რაც არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.