კახეთში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს. როგორც ცნობილია, გოგონას ბებია ზრდიდა, მათთან ერთად ცხოვრობდა მათი 25 წლის ნათესავიც.
მომხდარი მას შემდეგ გაიგეს, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას აცნობა.
დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, საქმეში ჩართულები არიან ფსიქოლოგებიც. ოჯახი სწორედ ექსპერტიზის შედეგებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.