შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში 16 წლამდე გოგოზე სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი მასზე ძმამ ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა.
უწყების ცნობით, დააკავეს ძმა, 1995 წელს დაბადებული პირი და გაუპატიურებაში ბრალდებული – 1996 წელს დაბადებული პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა”. – წერია განცხადებაში.
შსს–ს ცნობით, გამოძიება126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწულის “ა” ქვეპუნქტითა და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ი.უ-ს 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ა.ნ-ს კი – 9 წლამდე ვადით.
ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე ვადით, ხოლო გაუპატიურებაში ბრალდებულს – 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.