კახეთში 15 წლის გოგო გააუპატიურეს, შემდეგ მასზე ძმამ ფიზიკურად იძალადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  კახეთში 16 წლამდე გოგოზე სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი მასზე ძმამ ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა.

უწყების ცნობით, დააკავეს ძმა, 1995 წელს დაბადებული პირი და გაუპატიურებაში ბრალდებული – 1996 წელს დაბადებული პირი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა”. – წერია განცხადებაში.

შსს–ს ცნობით, გამოძიება126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწულის “ა” ქვეპუნქტითა და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ი.უ-ს 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ა.ნ-ს კი – 9 წლამდე ვადით.

ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე ვადით, ხოლო გაუპატიურებაში ბრალდებულს – 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.