„კახი კახიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა“ , – ასე ეხმიანება „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების მიერ, ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კახი კახიშვილის დასახელებას.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ კახიშვილი იმას დაკარგავს, რასაც ყველაზე მეტას უფრთხილდებოდა და აღნიშნავს, რომ კახიშვილის საქმიანობის დროს გამოვლენილ გადაცდომებს გაასაჯაროებს.
„ჭიჭინაძის ფაქტორი ისნის რაიონში იმდენად რთული აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რომ კახი კახიშვილი დააბრუნეს. კახიშვილი, თავის მხრივ, ყოველთვის ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც სუფთა და პატიოსანი პოლიტიკოსი, მაგრამ მის საქმიანობაში უამრავი გადაცდომაა და ყველა ფაქტი, დოკუმენტებით დადასტურებული მას წინ დაედება. მოკლედ, რასაც ყველაზე ძალიან „უფრთხილდებოდა“ იმას დაკარგავს ზუსტად და ამის გარანტიას მე ვაძლევ“, – აცხადებს ჭიჭინაძე.
ცნობისთვის, ისნის ოლქში ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა.