დღეს, სასამართლომ „ტვ პირველს“ და ტელემწყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონტანტინე ზარნაძე, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუ TV პირველი და მაია მამულაშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას, 15000 ლარს არ გადაიხდიან, მაშინ ტელევიზიიდან მიკროფონები და დინამიკები წაიღონ. ამის შესახებ, კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.
- “Kakha Kaladze თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკიდები წამოვიღოთ, გლდანში საახალწლოდ გვჭირდება”. – წერს კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში და დედაქალაქის მერის განცხადებას საკუთარ გვერდზე აზიარებს.
თბილისის მერმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია რომ არ აქვს მოლოდინი, რომ სხვა დროს აღარ მოუწევს სასამართლოში TV პირველთან შეხვედრა.
- “ტვ პირველის” საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია. ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თოთოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში.ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის”.-დაწერა კახა კალაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას, 15 000 ლარს ვერ გადაიხდის ტელევიზია რადგან, ანგარიშებს ინკასო ადევს. მელაძის თქმით, კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები
- იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ “ტვ პირველს” და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა.
“ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი. ველოდებით აღსურლების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად. p.s Kakha Kaladze ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს. საქართველო 2022 წლის 30 ნოემბერი”, – წერს ნოდარ მელაძე.
საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო. 2022 წლის 20 ივნისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებულური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.