კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ

მსახიობ კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ. მას რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თბილისის მერია გაიღებს. კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანამდე ის რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.