კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს 19:33, 16-02-2021 “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მსახიობს ფილტვების ანთება აქვს, თუმცა თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.