კგბ-ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, იური შვეცი აცხადებს, რომ რუსეთის არმიას საბრძოლო მასალა ეწურება, დახმარებისთვის კი ჩინეთს მიმართეს თუმცა უარი მიიღეს. იური შვეცი ასევე გამოეხმაურა, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გაუჩინარებს და აღნიშნა, რომ შოიგუ სწორედ საბრძოლო მასალების მოძიებით იყო დაკავებული.
“როგორც წყაროებიდან ვიცი, შოიგუ ბოლო დროს საბრძოლო მასალების ძიებით იყო დაკავებული. ქარხნები გაჩერებულია, რუსეთის ჯარს საბრძოლო მასალა ეწურება, ამიტომ დახმარება ჩინეთს სთხოვეს. მოთხოვნაზე კი ჩინელებმა თქვეს – არა. ეს მათთვის ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ისინი საბრძოლო მასალას ეძებენ”, – აცხადებს, კგბ-ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, იური შვეცი.