კეზერაშვილის მიერ ჩატარებული “ედისონ რისერჩის”კვლევა პოლიტიკურად მიკერძოებულია, რეალობა ის არის, რაც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ედისონ რისერჩის” კვლევა, ჩატარებული კეზერაშვილის მიერ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სასამართლოში მისი საკითხის განხილვა განახლდა, შეიძლება ჩაითვალოს როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული კვლევა. რეალობა ის არის, რაც დღეს მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე რეალური და ნამდვილი არის არჩევნები, რომელზეც საზოგადოება პოზიციას გამოხატავს,”- განაცხადა ვოლსკიმ.