„ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედია მფლობელად მოიხსენიებდნენ. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, როგორ და რის ხარჯზე აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც მას ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის ხარჯზე, ჯარის გაძარცვის ხარჯზე და ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების გაძარცვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ასეთ აქტებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფრომით კეზერაშვილისგან ფულს იღებენ, იქნება ეს ხელფასის ფორმით, თუ ნებისმიერი სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მორალთან პირდაპირ დაკავშირებული. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთგვარ კომპრომისს მორალთან, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, მიუღებელია“,
აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.