“რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, მტრისას. ასეთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს. ჩვეულებრივი ბარდაგია […] ვინ ვისთან, ვინ როგორ, რატომ, რანაირად, სად მიდიოდა, სად წავიდა […] ერთი კაცი, ის ჯიგარი, ევროპელებს რომ ძარცვავს, იქიდან დირიჟორობს, ეს ჩემი ხაბე ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული და რაღაც შტერობებს აკეთებინებს […] გაკოტრებულ, მწვალებელთა პარტიას სათავეში ხაბე ჩაუყენეს და რა უნდა ქნას, რაც არ არის. რეიტინგი არ აქვთ და ხაბე ხომ არ აამოძრავებდა”.
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.