“ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, ეს ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ დღეს სხვა დროა, ვაქცინა არის. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. დღეს შეზღუდვა საჭირო არის მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. დანარჩენი კი, ვაქცინა ხომ არის?! კეთილი ინებონ და ადამიანებმა აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება. ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც ქვეყანაშია საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, თუ სამედიცინო სექტორი უძლებს დატვირთვას”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.